საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ გირგვლიანის მკვლელების შეწყალება მისი საპრეზიდენტო უფლება იყო და სამართლებრივად, მასზე მოდავების საფუძველი არ არსებობს.
ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. ყოფილი პრეზიდენტი განმარტავს, რომ გირგვლიანის საქმე მისთვის დიდი შავი ლაქაა და ამის პოლიტიკური ფასი მან უკვე გადაიხადა.
"მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, არასდროს, პრეზიდენტს არ ასამართლებენ და არ კითხავენ შეწყალების უფლების გამოყენებაზე. მთავრობამ ციხეში მჯდომების სამი-მეოთხედი გამოუშვა, ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი. ამათ გამოუშვეს პედოფილები, მკვლელები, ჩახალიანები, რომლებიც ჯავახეთში დააკვირდით, რას აკთებენ. გირგვლიანი ჩემთვის ძალიან დიდი შავი ლაქაა, იმიტომ, რომ არ ამომდის თვალებიდან მისი დედა, ირინა ენუქიძე. ის ქალი ცამდე მართალი იყო, ხოლო ვინც გირგვლიანი მოკლა, - ნამდვილი ცხოველები, არაკაცები და არაადამიანები, თუმცა ამ საკითხის სამართლებრივი მხარე სრულიად გაუგებარია", - განაცხადა სააკაშვილმა.