ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას ეხმიანება და აცხადებს, რომ პროკურატურაში ყოფილი მაღალჩინოსნების შესახებ გაჩენილი კითხვები ჩვეულებრივი მოვლენა ნებისმიერ სახელმწიფოში.
,,ყოფილი პრეზიდენტის, ისევე როგორც ყოფილი მაღალჩინოსნების შესახებ გაჩენილი კითხვები პროკურატურაში არის ჩვეულებრივი მოვლენა ნებისმიერ სახელმწიფოში და ცხადია ეს პროცესი შეუქცევადია და პოლიტიკური ან სხვა სახის სპეკულაციებს არ უნდა მიმართოს მისმა ნებისმიერმა მხარდამჭერმა. რაც შეეხება უცხოელი პოლიტიკოსების გამოხმაურებებს ამასთან დაკავშირებით-ეს არის სტანდარტული მინიშნება, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები დარჩეს სამართლებრივ ჩარჩოში მოქცეული, ხოლო ოდნავი გადაცდენა ქვეყანას ჩაითრევს რევანშის მორევში, რაც ხელს შეუშლის ეკონომიკის და დემოკრატიის განვითარებას. არაფერი უცნაური და განსაკუთრებული ამ განცხადებებში არ არის და რაც მთავარია ეს არანაირად არ ისახება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ კურსზე და დაგეგმილ ურთიერთობებზე", _აცხადებს კალაძე და ,,ნაცმოძრაობას" მოუწოდებს თავი შეიკავონ დესტრუქციული განცხადებებისგან.
,,ვურჩევთ ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებს თავი შეიკავონ დესტრუქციული განცხადებებისგან, რაც ზედმეტ დისკომფორტში აგდებს საზოგადოებას და იწვევს აგრესიის აკუმულირებას მათ მიმართ. ის საქმეები, რის გამოც დაბარებულია სააკაშვილი დაკითხვაზე ,წლიდან წლამდე გადადიოდა როგორც პასუხგაუცემელი კითხვები და მაგალითი თუ როგორ ირგებდა ხელისუფლება კანონს თავის თავზე. იმ წლებში საქართველოდან საგანგაშო რაოდენობის საქმე მიიღო წარმოებაში სტრასბურგმა, ეს მაჩვენებელია, რომ ნაციონალური რეჟიმის დროს არსებული უკანონობა გამოძიების და სამართლიანობის აღდგენას საჭიროებს, რაშიც შესაბამისი ევროსტურქტურები აქტიურად გვეხმარებიან", _აცხადებს კალაძე.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწმის სტატუსით დასაკითხად მთავარ პროკურატურაში 27 მარტსაა დაბარებული.