,,ვისაც კანონის წინაშე ვალდებულებები აქვს, აუცილებლად პასუხი უნდა აგოს", _განაცხადა შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ უნდა დაიკითხოს თუ არა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
"კანონზე უზენაესი ჩვენს ქვეყანაში არავინ არის. თუ უკანონობა გაქვს ჩადენილი, აუცილებლად უნდა აგო პასუხი ამაზე. დღეს, მე რომ ჩავიდინო უკანონობა და მომავალში არავინ მომკითხოს, რადგან თანამდებობაზე ვმუშაობდი, ეს გამორიცხულია. ამიტომ, ვისაც კანონის წინაშე ვალდებულებები აქვს, აუცილებლად პასუხი უნდა აგოს", - აღნიშნა ალექსანდრე ჭიკაიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში, მოწმის სახით 27 მარტს არის დაბარებული.