პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ ხელისუფლებამ აშშ-ში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ სამართლიანობის აღდგენის ტემპი შეცვალა. როგორც საყვარელიძე აცხადებს, ამის მიზეზი შეიძლება იყოს, ის რომ ქართულმა მხარემ აშშ გარკვეული გარანტიები მიიღო.
,,ხელისუფლებამ აშკარად შეცვალა სამართლიანობის აღდგენის ტემპი, მას შემდეგ რაც პრემიერი აშშ ჩამოვიდა. აშშ, როგორც ჩანს, დღეს უკვე მხარს უჭერს იმას, რომ თუ ხალხის უკმაყოფილებაა სამართლიანობის აღდგენის მიმართ სამართლიანობა უნდა აღსდგეს", _განაცხადა საყვარელიძემ.
,,ჯი-ეიჩ-ენის" კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა სამართლიანიობის აღდგენის ტემპის შეცვალა უკავშირდებოს, აშშ გარკვეული გარანტიების მიღებას? საყვარელიძე პასუხობს:
,, ბოლო დროის სითამამე, სამართლიანობის აღდგენის პროცესში, ასეთი ვარაუდის საფუძველს მე, პირადად მიჩენს", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" 'საუბარში საყვარელიძემ.