ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაკითხვის ფაქტს უშიშროების საბჭოს მდივანი, გიგა ბოკერია ბრიუსელიდან ეხმიანება.
როგორც ბოკერია აცხადებს, დღევანდელი ხელისუფლება იანუკოვიჩის გზით მიდის და მას ეს ცუდად შემოუბრუნდება.
"ის, რა ფორმითაც მოხდა სააკაშვილის დაბარება, ყველა საქმის ერთად წამოწევა და თარიღის გამოცხადება, არის დემონსტრირება იმის, რომ სავარაუდო დანაშაულის გამოძიება კი არ ხდება, რომელზეც შემდეგ ვიღაც ფიგურა შეიძლება გამოიკვეთოს, არამედ დეკლარირებული იყო სააკაშვილი თავიდანვე იმ ფიგურად, რომლის გარშემოც კერავენ საქმეებს, შემდეგ დაკვეთას პროკურატურისადმი და ზეწოლას სასამართლოზე. ეს არის სახიფათო გზა და დგამენ იმ ნაბიჯებს, რასაც იანუკოვიჩი დგამდა, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. ეს გზა ძალიან ცუდად შემოუბრუნდებათ და სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები