"ჰაკიმ ფაშა არის სწორედ ღარიბაშვილი, ჰაკიმ ფაშა არის ივანიშვილი, პროკურატურას აქვს აკვიატებული წინასწარ ჩამოყალიბებული ვერსია, რომ ჟვანია მოკლეს და სწორედ ამ ვერსიის დასამტკიცებლად ყველაფერს აკეთებენ, მათგან ყველაფერია მოსალოდნელი", - განაცხადა თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებულმა მერმა გიგი უგულავამ გიგი უგულავამ ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა "რეაქციაში".
მისივე თქმით, ეჭვს იწვევს ექსპერტ ჩაჩუას დაკავების ფაქტი.
"ამდენი ხნის განმავლობაში არ დაკითხულა ლევან ჩაჩუა და ის პროკურატურაში დაიბარეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფოტოშოპში დამუშავებული ფოტოები გამოჩნდა", - განაცხადა უგულავამ.
უგულავამ აღნიშნა, რომ მომხდარზე ადეკვატური რეაქცია ქონდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, რომელმაც აღნიშნა, რომ საზოგადოებას სურათები კი არ აინტერესებს, არამედ საქმის გამოძიება.
უგულავა მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედებებით საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც კითხვები ჰქონდა ჟვანას გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით, ეს კითხვები კვლავაც დარჩება.
გიგი უგულავას განცხადებით, ჟვანიას საქმე იქნება ტესტი სასამართლოსა და პროკურატურისთვის.
"ჩვენ გვყავს უჩინმაჩინი პროკურორი და გამოდის თმაგაჩეჩილი პატარა ბავშვი, რომელმაც თვითონაც არ იცის, რას ლაპარაკობს", - აღნიშნა უგულავამ.