ნაძალადევის გამგებელი, ვახტანგ ბალავაძე პროკურატურას ტერორისტილ ორგანიზაციას ადარებს.
„პროკურატურა დაემსგავსა ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელიც ადამიანების დატყვევებით და გატაცებითაა დაკავებული. გარდაცვლილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას საქმეზე 12 სააათის განმავლობაში, სრულიად უკანონოდ, მეორე ადამიანი დააკავეს", - აცხადებს ბალავაძე.
მისი თქმით, ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების ყურადღების მიქცევას გახმაურებული საქმეების „გახსნის" მცდელობით ცდილობს.
„მოახლოვებული არჩევნების გამო ისევ ბინძური, სანახაობაზე გათვლილი კამპანიაა დაწყებული. ძნელი მისახვედრი არა არის, რომ მმართველმა გუნდმა ამოწურა თავისი შესაძლებლობები. ვერ განხორციელდა ვერც ერთი დაპირებული პროექტი, საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს მკვეთრად განსაზღვრული საგარეო კურსი. ამ უუნარობის ფონზე მხოლოდ პროკურატურას „ამუშვებენ", ალბათ იმიტომ, რომ არ მოგვაკლდეს სანახაობა", - აცხადებს ბალავაძე.