რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ჟენევის დისკუსიებს კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
ამის შესახებ ლავროვმა დღეს გაეროს გენერალურ მდივანთან პან გი მუნთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერეციაზე განაცხადა.
"გენერალურ მდივანთან გაეროს სამშვიდობო მისების შესახებ ვისაუბრეთ. ასევე განვიხილეთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებიც, რომელსაც კავკასიაში უსაფრთხოების კუთხით დიდი მნიშვნელობა ენიჭება", - აღნიშნა ლავროვმა.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვში ე.წ. კვარტეტის წევრების - აშშ-ს, გაერო-ს, ევროკავშირის და რუსეთის სხდომა გაიმართება.
რუსეთის დედაქალაქში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და გეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი უკვე იმყოფებიან.
მოსკოვის დროით 16:00 საათზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდება.