ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მთავარობის სხდომის შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტომასალას გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ პროკურატურა უახლოეს მომავალში დაასრულებს ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებას.
,,იმედი მაქვს, რომ პროკურატურა მალე დაამთავრებს გამოძიებას და ყველაფერს ფარდა აეხდება. თუმცა ძალიან ბევრი რამ ემთხვევა იმ ხმებს რომელიც მაშინ იყო ", -განაცხადა ხადურმა.