,,პროკურატურამ უნდა გამოძიოს როგორ, რა ვითარებაში მოხდა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება", _განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტომასალის საპასუხოდ.
,, მე, როგორც მოქალაქემ, შემიძლია, ჩემი პოზიცია გამოვხატო, რადგან ეს საკითხი ჩემი კომპეტენცია არ არის. მე შემიძლია მხოლოდ გავიმეორო პრემიერის სიტყვები, რომ პროკურატურა ამ საკითხში რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩაერთოს და გამოძიებული და მაგიდაზე დადებული უნდა იყოს ყველა დოკუმენტი, მტკიცებულებები როგორ, რა ვითარებაში მოხდა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება", _განაცხადა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვიდეო პორტალ იუთუბზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის შესახებ გუშინ გავრცელდა სახელწოდებით "სააკაშვილმა მოკლა ზურაბ ჟვანია". ინტერნეტში ვიდეო ჰაკიმ ფაშას სახელით არის ატვირთული, რომელიც სავარაუდოდ ახალი დარეგისტრირებულია.
ამ დროისთვის უცნობია კადრების ავთენტურობა. თუმცა ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია ადასტურებს, რომ გავრცელებული კადრები აქამდეც ჰქონდა ნანახი.
რაულ უსუპოვის მამამ კი ამ კადრების არსებობის შესახებ არაფერი იცოდა.