შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძისთვის უცნობია თუ საიდან რა გზებით აღმოჩნდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის შესახებ გავრცელებულ ფოტომასალა სოციალურ ქსელში. როგოც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჭიკაიძემ განაცხადა მართებული იქნება თუ ჟვანიას საქმით სპეკულირება არ მოხდება.
"მართებული იქნება, თუ ჟვანიას საქმით, სპეკულირება არ იქნება მაღლა აწეული. ჩემთვის უცნობია, თუ საიდან და რა გზებით აღმოჩნდა ფოტოები სოციალურ ქსელში. გამოძიება მიმდინარეობს პროკურატურაში და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს", - განაცხადა ჭიკაიძემ.