განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის შესახებ გავრცელებულ ფოტომასალას შემზარავს უწოდებს. როგორც საკითხის კომენტირებისას მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სანიკიძემ განაცხადა მასზე გავრცელებულმა ფოტოება ძალიან იმოქმედა.
,,ფოტები, რომელიც ინტერნეტის საშუალებით ხელმისაწვდომი გახდა ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის შემზარავი და შოკისმომგველია. ოდესმე ამ საკითხს უნდა დაადგეს საშველი, გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს და ერთხელ და სამუდამოდ დადგინდეს რაშია საქმე. ძალიან ცუდი და შემზარავი ფოტოებია, იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ ჯობდა რაღაც ეტაპზე საერთოდ არ მენახა", _განაცხადა თამარ სანიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ კადრები ვიდეო პორტალ იუთუბზე გუშინ გავრცელდა სახელწოდებით "სააკაშვილმა მოკლა ზურაბ ჟვანია". ინტერნეტში ვიდეო ჰაკიმ ფაშას სახელით არის ატვირთული, რომელიც სავარაუდოდ ახალი დარეგისტრირებულია.
ამ დროისთვის უცნობია კადრების ავთენტურობა. თუმცა ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია ადასტურებს, რომ გავრცელებული კადრები აქამდეც ჰქონდა ნანახი.
რაულ უსუპოვის მამამ კი ამ კადრების არსებობის შესახებ არაფერი იცოდა.