„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, ჯურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ გადაღებული ვიდეოები, რომელიც გუშინ გავრცელდა ჟვანიას საქმეში არსებული ფოტოებით არის აწყობილი.
„1. ეს ვიდეო არის აწყობილი ჟვანიას საქმეში არსებული ფოტოებით. ახალი კადრი იქ არ არის. ნანახი აქვს არა ერთ ადამიანს, ოჯახის წევრების ჩათვლით
2. ამ ფოტოებიდან ვიდეოს აწყობა და გასაჯაროება შეუძლებელია პროკურატურის (და ჩუკოტაევის) მონაწილეობის გარეშე (თუ ხვედელიძე 2-თან არ გვაქვს საქმე)
3. ჟვანიას საქმეში რაიმე მტკიცებულება რომ არსებობდეს - რომ ეს იყო მკვლელობა და არა უბედური შემთხვევა - ეს მტკიცებულება დიდი ხნის გასაჯაროებული, ვიღაცა (ვიღაცეები) კი დაპატიმრებული იქნებოდა (ოცნების საზეიმო ბანკეტის თანხლებით)
4. ამიტომ, ამ ვიდეოს აწყობა-გასაჯაროება არის უკანასკნელი ნაძირლების უბინძურესი საქციელი
5. ვინც ამ ვიდეოს ნახვაზე იწყებს კივილს 'აი, ხომ ამბობდნენ'! - ვუსამძიმრებ"- წერს სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძე,