ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის შესახებ გავრცელებულ ფოტომასალას ეხმიანება და აცხადებს, რომ არსებობენ სპეციალისტები, რომელებიც მის ავტენტურობას დაადგენენ.
,, მე არ გახლავართ სპეციალისტი, რომ შეფასებები გავაკეთო რამდენად ავთენტური, თუ არა ფოტოები, თუმცა არსებობენ ამის პროფესიონალები და ისინი ზუსტად დაადგენენ და ყველა კითხვას პასუხს გასცემენ", _განაცხადა სერგეენკომ.