პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყირიმში განვითარებულ პროცესებს ეხმიანება და აღნიშნა, რომ იგი შეშფოთებულია იქ განვითარებული პროცესების გამო. როგორც საკითხის კომენტირებისას მარგველაშვილმა განაცხადა ის მოვლენები, რაც უკრაინაში განვითარდა, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რეგიონს, არამედ გლობალურ წესრიგს.
,,ჩვენ გვიდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია გუშინ ყირიმში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვართ უკიდურესად შეშფოთებული იმასთან დაკავშირებით რაც გუშინ მოხდა. ხაზი გვინდა გაუსვათ იმას, რომ რეალურად ის მოვლენები რაც უკრაინაში განვითარდა საფრთხეს უქმნის სტაბილურობას არ მხოლოდ მთლიანად რეგიონს, არამედ ფაქტიურად იმ გლობალურ წესრიგს რომლითაც კაცობრიობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფუნქციონირებდა. ასეთი საფრთხე ორი მიმართულებით იქმნება, პირველი ეს არის ის რომ ბირთვულ განიარარებას, როემლსაც გარკვეული დადებითი ტენდენცია ჰქონდა, რის შედეგი იყო 1994 წლის შეთანხმება რომლითაც უკრაინამ თავისი ბირთვული არსენალი დათმო, ამ ტენდენციას შესაძლოა სერიოზული დისკრედიტაცია შეექმნას. მეორე საფრთხე შეიძლება მდგომარეობს იმაში, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ძნელად თუ ვიხსენებ შემთხვევას როცა ერთ ქვეყანას მეორე ქვეყნის ტერიტორიები მიეერთებინოს", _განაცხადა მარგველაშვილმა.