საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის განცხადებით პრეზიდენტის მრჩევლად ვანო მაჭავარიანის დანიშვნა საჭირო არ იყო, მაშინ, როცა „ქართული ოცნების" რიგებშიც არანაკლებად კომპეტენტური პირები არსებობენ.
„ჩემთვის ეს იყო ცოტა გასაკვირი და ცოტა გულდასაწყვეტი, იმიტომ, რომ მიმაჩნია, ძალიან სერიოზული და ძალიან ძლიერი კადრები ჰყავს ქართულ ოცნებას, ქართულ საზოგადოებას და მაინცდამაინც „ნაციონალურ მოძრაობაზე" დამოკიდებული კადრებით დაკომპლექტება პრეზიდენტის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურების, ჩემი აზრით მიღებული არ იყო. იმედგაცრუებულზე ვერაფერს ვერ გეტყვით, ამას მომავალი დაგვანახებს", - განაცხადა დავით საგანელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები