საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მანანა კობახიძე გიორგი მარგველაშვილს აკრიტიკებს იმასთან დაკავშირებით, რომ მან გუნდთან შეუთანხმებლად მიიღო გადაწყვეტილება და პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა გამართა.
„საჭიროა, რომ გარკვეული საკითხები გუნდთან იყოს გავლილი და შეთანხმებული. იმიტომ, რომ რადგან ერთხელ ითქვა გადაჭრით, რომ პრეზიდენტი არ შევა სასახლეში, შემდეგ უკვე განსხვავებული მიდგომები იწვევს გარკვეულ კითხვებს, ამიტომ მე ვიზიარებ ბატონი ბიძინას პოზიციას, რომ ამ ყოველივესთან მიმართებაში საჭიროა უფრო მეტი სიცხადე, რეალურად იქნება თუ არა ეს პრეზიდენტის რეზიდენცია, თუ არ იქნება", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები