საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს ეხმაურება.
„მან არაკორექტული ფორმით შეურაცხყოფა მიაყენა პრეზიდენტს, რომელიც მან დაასვა თავზე ქართველ ამომრჩეველს. ისე აირჩია, როგორც მარიონეტი თავის დროზე. ახლა აქებს მის მეორე მარიონეტს, ღარიბაშვილს, რომელიც ასევე დაგვასვა თავზე და აპირებს, რომ თბილისის მერიც, ასევე პოლიტიკურად აბსოლუტურად უცნობი ადამიანი დაასვას ქართველ ამომრჩეველს თავზე. გამოაჩინა სრული არაკომპეტენტურობა საგარეო საკითხებში და ისეთ პრინციპულ და ფუნდამენტურ საკითხებში, როგორიც უკრაინაა", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები