არასამთვრობო ორგანიზაცია "მოქალაქე"-ს დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "პოლიტიკის დროში" განაცხადა, რომ ხელისუფლებას არც მის დროს და არც მის შემდეგ, არაფერი გაუკეთებია, რომ სამუშაო ადგილები შექმნილიყო.
როგორც ყოფილი პრემიერი განმარტავს, არსებული მდგომარეობით, არაფერი არც ფუჭდება და არც იცვლება.
"რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, არც ჩემ მთავრობას არაფერი გაუკეთებია და ვერც ახლა ახერხეხებს. თუმცა, მთავრობაში, ჰქონდათ სურვილი, ხადურს და ვიღაცეებს, რომ დაებრალებინათ ეს საკუთარ თავზე, მაგრამ ვურჩიე, ეს არ ექნათ. ზოგჯერ გაიზრდება, ზოგჯერ შემცირდება, გატარებული რეფორმების შედეგები გათანაბრებული ბიზნესგარემოა. ვერც უჩა მამაცაშვილი, ვერც გიგი უგულავა და ვერავინ, ვერ შეძლებს ბიზნესზე გავლენის მოხდენას. ბიზნესი გათავისუფლებულია ზედმეტი ჩარევისგან. ჩემ დროსაც და ახლაც, ხელისუფლებას ჰქონდა სურვილი, რომ დახმარებოდა ბიზნესს განვითარებაში, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა იხსნება. სამუშაო ადგილებზე არც ისეთი არაფერი გაუკეთებია ხელისუფლებას, რომ შედეგი მიგვეღო და არც გაუფუჭებია. ბუნებრივია, მიდის პროცესი. შედეგები იქნება მესამე წელს. თანაინვესტირების პროგრამა იწყება, დამატებით მილიარდი ჩაიდება, სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი შეიქმნება, რომელიც იქნება სუფთა ბიზნესზე გათვლილი. შეიქმნება განვითარების ბანკი, რომელიც არ იქნება სოციალური, მაგრამ იქნება შუალედი სოციალურსა და სუფთა ბიზნესს შორის", - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები