ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრას ეხმიანება და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არც ერთი მხარე არ აქტიურობს მსგავი შეხვედრის განსახორციელებლად.
,, არ ვფიქრობ, რომ მარგველაშვილისა და პუტინის შეხვედრა აქტიური თემაა. ესეც ჟურნალისტებისგან ანგაჟირებული იყო. არ ვფიქრობ, რომ ჩვენი, ან რუსეთის მხრიდან ვინმე აქტიურობს, რომ ეს შეხვედრა მოხდეს. კითხვა დაუსვეს პუტინს და სხვა რა უნდა ეპასუხა მას, წარმოუდგენელია. Aარა მგონია, ეს შეხვედრა რომელიმე მხრიდან ანგაჟირებული იყოს. რა თქმა უნდა, დღევანდელი ჩვენი პოზიცია პრინციპული უნდა იყოს და პრინციპულად უნდა დავიკაოთ უკრაინის მხრდამჭერი პოზიცია და მაქსიმალურად გავაკეთოთ ყველაფერი რაც შეგვიძლია", _განაცახდა ივანიშვილმა ,,იმედის" ეთერში.