ექს-პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ ქართულ მედიაში "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგია დომინირებს. ამის შესახებ განცხადება, ბიძინა ივანიშვილმა თეა სიჭინავას თოქ-შოუ "არჩევანში" სტუმრობისას გააკეთა.
ივანიშვილის თქმით, ის და მისი ახალი ორგანიზაცია "მოქალაქე" ყველა მსურველი ჟურნალისტის გადამზადებას მოახდენს.
ექს-პრემიერი დასძენს რომ მას მედიაზე ზეგავლენის მოხდენის არავითარი სურვილი არ აქვს და მისი ინიციატივაც მხოლოდ კეთილი მიზნებით არის განპირობებული.
"მედიაში დომინირებს "ნაციონალების" იდეოლოგია და ისინი ახერხებენ ნებისმიერი წვრილმანის აჟიტირებას. შეიძლება ნაწილმა ჩათვალოს რომ ეს იქნება გავლენა. მე მზად ვარ ნებისმიერი ჟურნალისტის თაოსნობით ნებისმიერ პრესკონფერენციას დავესწრო და მივიღო ამაზე დისკუსიაში მონაწილეობა. ამ იდეას ალბათ ეყოლება მოწინააღმდეგეები, განსაკუთრებით "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები,ის ადამიანები რომლებიც ობიექტურობისგან თავს იზღვევენ", - აცხადებს ივანიშვილი.
მისივე განმარტებით მედიასაშუალებების ობიექტურობის ხარისხს გავლენიანი კვლევითი ორგანიზაციების შეისწავლიან.