ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ,,იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში უკრაინაში განვითარებული პროცესები შეაფასა. როგორც საკითხის კომენტირებისას ივანიშვილმა განაცხადა უკრაიანში შექმნილ ვითარებაში წვლილი ხელისუფლებას მიუძღვის, რადგან მათ გარკვეული გადაცდომები ჰქონდათ.
ივანიშვილის განმარტებით, საქართველომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ყველაფერი უნდა გააკეთოს უკრაინის სუვერენიტეტის დასაცავად.
,, საუბედუროდ, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ბევრი გადაცდომა იყო და პროცების განვითარებაში გარკვეული წვლილი მათიც არის, მაგრამ გლობალურად უკრაინაში რაც მოხდა არის დასაგმობი, მოხდა საშინელება და ეს პროცესი კვლავ გრძელდება. Mმე პირადად და ქართველი ხალხი, დარწმუნებული ვარ, ჩემთან ერთად მე არ მაქვს უფლება ახლა მთავრობის სახელით ვისაუბრო გვერდში დაუდგებით უკრაინის ხელისუფლებას საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკრაინამ შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა და ვისურვებდი, რომ ეს ყველაფერი მომხდარიყო მშვიდობიანი გზით. ჩემი აზრით, ის რომ მშვიდობაინი გზით განვითარდება პროცესი, ალბათობა ამისა გაცილებით დიდია, თუმცა არაფერი უნდა გამოირციხოს და ღმერთმა ნუ ქნას, რომ პროცესები ესკალაციებით გადაიფაროს", _განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ უკრაინას მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს.
ივანიშვილის განმარტებით, ყირიმთან მიმართებაში რუსეთი უკან არ დაიხევს და მაქსიმალურად სათავისოდ ყველა რესურს გამოიყენებს.