უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკური დევნის კამპანია ახალი ენერგიით შეივსო. როგორც ბოკერიამ დიპლომატიური კორპუსის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა ხელისუფლება აქტიურად აგრძელებს ბრძოლას მთავარი ოპოზიციური ძალის წინააღმდეგ, რაც ნორმალურ საარჩევნო კსმაპანიას არ შეესაბამება.
,, გრძელდება და ახალი ენერგიით შეივსო პოლიტიკური დევნის კამპანია, ყველა მიმართულებით, რაც არის ალტერნატიული სივრცე მთავრობისგან. მთავარიი ოპოზიციური ძალის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი მოგეხსენებათ ციხეშია, ერთ-ერთი მთავარი ლიდერი გიგი უგულავა არის გამოძიების ქვეშ და არსებობს საფრთხე მისი ციხეში მოხვედრის. პარტიის ადგილობრივი ლიდერები ხონში, დუშეთში, ადიგენში ზოგი არის დაკავებული, რაც არ შეესაბამება ნორმალურ საარჩევნო კამპანიას", _განაცხადა ბოკერიამ.
მისივე განმარტებით, პროცესები, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს ქვეყანას ძვირი დაუჯდება.