უმცირესობის წევრის დავით დარჩიაშვილის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინასა და ყირიმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ადეკვატურად იქცეოდა. ამის შესახებ დარჩიაშვილმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში განაცხადა.
"საგარეო საქმეთა სამინისტრო მთელი ამ კვირების განმავლობაში შედარებით ადეკვატურად იქცეოდა, იმიტომ, რომ იქ არიან პროფესიონალი ადამიანები, რომლებიც იციან როგორ უნდა დაწერონ ნოტები თუ განცხადებები და წერენ ხოლმე ამას." - განაცხადა დარჩიაშვილმა.
თუმცა, მისი თქმით, საგრეო საქმეთა სამინისტრო არის ნაწილი ხელისუფლებისა, კონკრეტული დიპლომატიური ბერკეტი და ხელისუფლების ლიდერების ქმედებებზე ანალოგიურს ვერ იტყვის.
"რეალურად, ხელისუფლება ეს არის მინდოდა მეთქვა სამთავრიანი ვეშაპი, მაგრამ მთლად ვეშაპს არ გავს და თან ოთხი თავი აქვს, სინამვილეში. ეს არის პირველი მოქალაქე, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის სპიკერი და პრეზიდენტი. აი, მათი ქმედებები ბევრად შორს არის ადეკვატურობისგან. ამ ვითარებაში, როდესაც ჩვენ ვითხოვდით, რომ საქართველოს პირველ რიგში უნდა ელაპარაკა მსოფლიოსათვის სანქციების აუცილებლობაზე, ისინი ამაში ვერ დავარწმუნეთ. მათი დამოკიდებულება ჩანს ასეთია, მოდი გავეცალოთ, მოდი შევხედოთ თავისით რა მოხდება და ვინც გაიმარჯვებს იმასთან დავამყაროთ კარგი ურთიერთობები. ეს არ არის სწორი, პრინციპული საგარეო პოლიტიკა." - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები