საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ყირიმში კოსოვოს პრეცედენტის გამეორებას არ გამორიცხავს. როგორც საგანელიძემ განმარტა, სამწუხაროა, რომ პროცესები ყირიმში რეფერენდუმამდე მივიდა.
,,ვწუხვარ, რომ სიტუაცია იქამდე მივიდა, რომ ყირიმში რეფერენდუმი ტარდება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ცენტარლური ხელისუფლების ნებართვის გარეშე. არ დაგიმალავთ დაახლოებით ვიცი რით დამთავრდება ეს თემა და რა იქნება რეფერენდუმის შედეგი. ის პრეცენდენტები, რაც ბოლო პერიოდში უახლოეს ისტორიაში თუნდაც ევროპაში მოხდა, ვგულისხმობ, როცა მსოფლიომ კოსოვოს პრეცენტი დაუშვა და ასეთი პრეცენტენდი შეიძლება იქნეს დაშვებული და აღიარებული მსფიოლოს თანამეგობრობის მიერ. ეს, რომ არასასურველი პროცესია ფაქტია და ეს ჩვენ ქვეყანაშიც ძალიან ცუდად შეიძლება გადმოვიდეს ფაქტია ", _განაცახდა საგანელიძემ.