კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრი გიორგი ვოლსკი ყირიმში მიმდინარე რეფერენდუმს არალეგიტიმურს უწოდებს და აცხადებს, რომ მსოფლიოსთვის პოლიტიკურად ძალიან მძიმე მოსანელებელი იქნება რეფერენდუმის გადაწყვეტილება.
,,ყირიმში მიმდინარე რეფერენდუმი არალეგიტიმურია და მთავარი სწორედ ეს არის. რუსეთი და ყირიმის დუმა ძალიან სახიფათო თამაშზე მიდიან და ვფიქრობ, ცუდ სიტუაციაში ჩადგება თავად რუსეთი და ყირიმი. იცით ყირიმის შემოსავლები ძირითადად დამყარებულია ტურიზმზე, რომელსაც პერსპექტივას უკეტავს მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები, გარდა ამისა მსოფლიოსთვის პოლიტიკურად ძალიან მძიმე მოსანელებელი იქნება რეფერენდუმის გადაწყვეტილება", _განაცხადა ვოლსკიმ.
შეგასენებთ, რომ დღეს, 16 მარტს, ყირიმში რეფერენდუმი იმართება. რეფერენდუმი, რომლის კანონიერებას არ სცნობს საერთაშორისო თანამეგობრობა და მხარს უჭერს მხოლოდ რუსეთის ფედერაცია უკრაინის კონსტუტუცუას ეწინააღმდეგება.
რეფერენდუმზე გამოტანილა 2 საკითხი:
1. ემხრობით თუ არა ყირიმის რუსეთთან ფედერაციის სუბიექტის საფუძველზე მიერთებას?
2. ემხრობით თუ არა 1992 წლის კონსტიტუციის აღდგენას და ყირიმის როგორც უკრაინის ნაწილის სტატუსს?
ყირიმის ტერიტორიაზე მოსახლოებას 1250 საარჩევნო უბანში ექნება შესაძლებლობა გამოხატოს საკუტარი პოზიცია. წინასწარი ინფორმაციით დაბეჭდილია 1,512725 ბიულეტენი, რომელთანაგნ უმეტესობა, უკრაინული მედიის ინფორმაციით სტამბებში მოინიშნა.