ყირიმელი თათრები ნახავერკუნძულის რუსეთის მიერ ანექსიის შემდეგ ახალი დეპორტაციის შიშით არიან, მაგრამ ისინი არ აპირებენ შეეგუონ ამ ვითარებას და მზად არიან იბრძოლონ ოკუპანტების წინააღმდეგ. ამის შესახებ მეჯლისის ყოფილმა თავმჯდომარემ (1191-2013 წლები) და უკრაინის სახალხო დეპუტატმა მუსტაფა ჯემილევმა განაცხადა.
„ჩვენ 50 წელი ვიბრძოდით სამშობლოში დასაბრუნებლად და ახლა უმჯობესია დავიღუპოთ აქ, ვიდრე თავიდან მოგვიწიოს დეპორტაციამ. ასეთი განცდა გვაქვს ყველას. რა თქმა უნდა ჩვენ არ ვართ ის ძალა, რომელიც რუსეთს ომს გამოუცხადებს, და წარმატებით წაიყვანს ამ პროცესს. ჩვენ ცოტანი ვართ და თან უიარაღო. დაინტერესებულნი ვართ, რომ ყველაფერი პროვოკაციების გარეშე მოხდეს. მაგრამ როდესაც შენი სამშობლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ დაკავებული, ძნელია იმაზე ფიქრი, რომ ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის", - განაცხადა მუსტაფა ჯემილევმა.
რაც შეეხება მეჯლისის ამჟამიდელ თავმჯდომარეს რეფატ ჩურბანობს, მისი შეფასებით, რეფერენდუმი კლოუნდაა.