,ჩემს ოჯახზე და პირადად ჩემზე, ზეწოლა მიმდინარეობს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მივცეთ", _ამის შესახებ, ,,ნაცმოძრაობის" დეპუტატმა და კუდის ყოფილი ხელმძღვანელის დათა ახალაიას მამამ როლანდ ახალაიამ საქალაქო სასამართლოში გამართული პროცესის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პროკურატურა დღეს კრიმინალურ ორგანიზაციადაა ჩამოყალიბებული.
"საქართველოს პროკურატურა დღეს კრიმინალურ ორგანიზაციადაა ჩამოყალიბებული. მათ დართული აქვთ ნება, რომ გააკეთონ ყველაფერი, ოღონდ პოლიტიკური მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ საქმეები შეკერონ. ისინი ყოველდღე იტაცებენ ადამიანებს, მოწმეებს, აშანტაჟებენ, მაგრამ კაციშვილი პასუხს არ სთხოვს მათ დღევანდელ დღეზე", - განაცხადა ახალაიამ, რომელიც სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
,,მოსამართლემ დაწერა განაჩენი, რომელსაც მოაწერა ხელი, რომ მან დანაშაული ჩაიდინა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და მას არაფერი აქვს საერთო მტკიცებასთან", - განაცხადა ახალაიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ მაღალჩინოსნებს დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვს, გერონტი ალანიას და სოსო თოფურიძეს 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ.