აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა 16 მარტს ყირიმში დაგეგმილ რეფერენდუმს უკანონოს უწოდებს და აცხადებს, რომ აშშ მას არ აღიარებს.
„ჩვენ სრულიად ვუარყობთ ყირიმში რეფერენდუმის ჩატარების გეგმებს, პლებისციტი ნაუცბადევად და სახელდახელოდაა ორგანიზებული",- განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა უკრაინის პრემიერთან არსენი იაცენიუკთან შეხვედრის შემდეგ.
ობამამ ასევე იმედი გამოთქვა, რომ რეფერენდუმის ჩატარების განზრახვა ჯერ კიდევ შესაძლებელია შეცვლილი იქნეს და დიპლომატიური ძალისხმევით ჯერ კიდევ შესაძლებელია იმის მიღწევა, რომ რეფერენდუმის ინიციატორები „გადაიფიქრებენ" მის ჩატარებას.
მაგრამ, ობამას თქმით, თუ რუსეთი გააგრძელებს თავს ხაზს უკრაინასთან დაკავშირებით, აშშ და მსოფლიოს სხვა ქვეყნები იძულებულნი იქნებიან „გააკეთონ ისე", რომ რუსეთს „ძვირად დაუჯდება" მისი ეს ქმედებები.
ობამამ აღნიშნა, რო ის უკრაინასთანაა მისი ტერიტორიულ მთლიანობის შენარჩუნების საკითხში. იაცენიუკმა კი თავის მხრივ აღნიშნა, რომ უკრაინა თავის ტერიტორიისათვის ბრძოლაში არასოდეს დანებდება.