პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას უკრაინაში მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ შეაფასა და აღნიშნა, რომ პირადად განიცდის იმას, რაც უკრაინაში ხდება.
,,ჩვენ მართლაც ძალიან შეწუხებულები ვართ იმით, რაც დღეს უკრაინაში ხდება. უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, უკრაინელი ხალხი კი ჩვენი მეგობარი ხალხია და მართლა, მე პირადად განვიცდი იმას, რაც ხდება უკრაინაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელი ხალხის გადაწყვეტილებას და პატივს ვცემთ მათ არჩევანს ააშენონ ევროპული, დემოკრატიული, ცივილიზებული ქვეყანა და ჩვენ ვგმობთ სახელმწიფო სუვერენიტეტის ნებისმიერ ხელყოფას. ეს არის ჩვენი მტკიცე პოზიცია, მეგობარი ქვეყნის პოზიცია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.