ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი რუსული ინტერნეტ-გამოცემის „ლენტა.რუ"-ს ჟურნალისტები გამოცემის მთავარი რედაქტორის გამოცვლის შემდეგ კრემლის მხრიდან რუსული მედიის ტოტალური კონტროლის შესახებ განცხადებას აკეთებენ. გამოცემის ამ მიმართვას ხელს კოლექტივის 80-ზე მეტი წევრი აწერს.
„12 მარტს კომპანია „აფიშა-რამბლერ-SUP"-ის მესაკუთრემ ალექსანდრე მამუტმა „ლენტა.რუ"-ს მთავარი რედაქტორი გალინა ტიმჩენკო თანამდებობიდან გაათავისუფლა. ახალ მთავარ რედაქტორად ალექსეი გორესლავსკი დაინიშნა.
სამწუხაროდ, ეს ჩვეულებრივი საშტატო ცვლილება რა არის, ამიტომაც ის განმარტებებს საჭიროებს. მიგვაჩნია, რომ ეს დანიშვნა არის პირდაპირი ზეწოლა „ლენტა.რუ"-ს რედაქციაზე. დამოუკიდებელი მთავარი რედაქტორის გათავისუფ;ლება და მართულის დანიშვნა, მათ შორის პირდაპირ კრემლის კაბინეტებიდან ეს უკვე მედიის შესახებ კანონის დარღვევაა.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთში თავისუფალი ჟურნალისტიკის დონე დრამატულად შემცირდა. ზოგი გამოცემა პირდაპირ კრემლიდან იმართება, ზოგი - კურატორების მეშვეობით, ზოგი - რედაქტორების მეშვეობით, რომლებსაც სამსახურის დაკარგვა არ სურთ. ზოგი მედიასაშუალება დაიხურა, ზოგიც კი უახლოეს თვეებში დაიხურება",_ ნათქვამია ჟურნალისტების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „ლენტა.რუ"-მ 10 მარტს უკრაინული ორგანიზაციის „პრავი სექტორის" კიევის განყოფილების ლიდერთან ანდრეი ტარასენკოსთან ინტერვიუ გამოაქვეყნა სათაურით „ჩვენ შეიარაღებული ძალები არ ვართ". ინტერვიუში არის ბმული მასალაზე „დმიტრი იაროში: ადრე თუ გვინ ჩვენ განწირულნი ვართ ვიომოთ მოსკოვის იმპერიასთან".