,,ჩვენ აღარ დავუშვებთ სტუდენტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას", _განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას.
მისივე თქმით, თავისუფლება არის ჩვენი ხალხის მთავარი მონაპოვარი.
,,თავისუფლება არის ჩვენი ხალხის მთავარი მონაპოვარი. ჩვენ აღარ დავუშვებთ სტუდენტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას. დღესვე უნდა ჩავუყაროთ საფუძველი იმას, რომ ამ ქვეყანაში ვერც ერთმა ხელისუფალმა ვეღარ გაბედოს ადამიანების თავისუფალი ნების დათრგუნვა. ჩვენ ვაშენებთ ისეთ სახელმწიფოს, სადაც ადამიანი და ადამიანის უფლებები იქნება უმთავრესი", _განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ,,ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდი ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს ისეთი მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები რომელთა მოშლას ვეღარავინ ვერ შეძლებს.
,,სულ მალე, როდესაც ამოქმედება ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია, სამოქმედო გეგმა ყველა დარწმუნდება, რომ ჩვენი მთავრობა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს ისეთი მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები რომელთა მოშლას ვეღარავინ ვერ შეძლებს, ვერ ერთი პოლიტიკური ძალა", _განაცხადა ღარიბაშვილმა.