,,ახალგაზრდებისა და მათი თავისუფლების შეზღუდვა ნებისმიერი ხელისუფლების დასასრულის დასაწყისია", _ მიმართა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სტუდენტებს და მათ გულწრფელობისკენ და საკუთარი ხედვების ღიად დაფიქსირებისკენ მოუწოდა. როგორც სტუდენტებთან შეხვედრისას ღარიბაშვილმა განმარტა ქვეყანაში უამრავი პრობლემა არსებობს, რომელსაც ხელისუფლება შეძლებისდაგვარად უმკლავდება და ასეთ პირობებში უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება ახალგაზრდების, სტუდენტების აქტიურობას.
,, მოდით დღეს გულახდილათ ვისაუბროთ ყველაფერზე, ჩვენი ქვეყნის მომავალზე, ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, თქვენს საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე, თქვენს სურვილებზე, განათლებაზე. მე მინდა თქვენთან ვისაუბრო გულწრფელად გაგაცნოთ ჩვენი ხედვა სამომავლო პერსპექტივებზე, ასევე ვუპასუხო თქვენს შეკითხვებს", _განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ხვდება.