,,სამწუხაროა რომ "ნაციონალური მოძრაობა" ვერ გამოდის იმ კომპლექსიდან რასაც ბიძინა ივანიშვილი ჰქვია", _განაცხადა კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრმა თამარ კორძაიამ ,,პარაიმ ტაიმის" პრესკლუბში.
მისივე თქმით, კოალიცია ,,ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს დავით ნარმანიას საკუთარი წონა გააჩნია.
,,დავით ნარმანია არის კანდიდატი რომელსაც აქვს საკუთარი წონა მოქალაქეების წინაშე და მან დაიმსახურა, რომ იყოს კანდიდატი. პირდაპირ თუ ირიბად ეს იქონიებს გავლენას. ის რომ დღეს ივანიშვილი არ არის პოლიტიკაში ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენს მიმართ, ჩვენი გუნდის მიმართ მოქალაქეებს არ ჰქონდეთ პოზიცია. ივანიშვილი არის "ქართული ოცნების" გულშემატკივარი, თუ კი ამას გულისხმობენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ეს გავლენა არის რა თქმა უნდა. დავით ნარმანიამ მისი საქმიანობიდან გამომდინარე დაიმსახურა რომ ის იყოს მერობის ღირსეული კანდიდატი", - აცხადებს ნარმანია.