ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე აცხადებს, რომ რუსეთი რომელმაც ყირიმში სამხედრო მოქმედებები დაიწყო უკან დახევასა და თავისი ღირსების შენარჩუნებას არც ფიქრობს. განცხადება ამის შესახებ მან ადგილობრივი მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
„ვიღაცამ თქვა, რომ ახლა არ შეიძლება რუსეთზე ზეწოლის განხორციელება იმიტომ, რომ მას მიეცეს საშუალება სახე შეინარჩუნოს და „უკან დახევის სტრატეგია" დარჩეს.
სახე ევროპამ უნდა შეინარჩუნოს და არა რუსეთმა, რომელიც ამის გაკეთებას არც აპირებს.
რუსეთს უკვე კარგა ხანია სახე არ აქვს - არსებობს მხოლოდ პუტინის სახე",_ განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ლიტვის მოკავშირეები, საფრთხის შემთხვევაში მზად არიან რეაგირებისათვის არა მხოლოდ 6 დამატებითი გამანადგურებლის მეშვეობნით, არამედ ბალტიის ზღვაში მდგარი გემების მეშვეობითაც.