,,ნაცმოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური მიიჩნევს, რომ კუდის ყოფილი უფროსს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის წამების ბრალის მოეხსნას სხვა ბრალით გადაუკვალიფიცირებენ. როგორც საკითხის კომენტირებისას ,,პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში წიკლაურმა განაცხადა ახალაისთვის ბრალის მოხსნა ოპტიმიზმის საფუძველი არ არის, რადგან ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების დევნა კვლავ გაგრძელდება.
,,ჩემთვის ცნობილია, რომ სანდრო გირგვლიანის წამების ბრალი მოეხსნა ახალაიას, მაგრამ ოპტიმისტურად მაინც არ ვარ განწყობილი. ამ ბრალის გადაკვალიფიცირება მოხდება სხვა ბრალით და მთლიანობაში, არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ ამით შემსუბუქდება ის ბრალი, რომელიც აქვს წაყენებული დათა ახალაიას. ჩემი ღრმა რწმენით, მოხდება გადაკვალიფიციცრება და გაგრძელდება პოლიტიკური დევნა", - აცხადებს წიკლაური.
შეგახსენებთ, რომ დათა ახალაიას ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს პროკურატურამ სანდრო გირგვლიანის წამების ორგანიზების ბრალდება მოუხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურაში, ჯერჯერობით, განმარტებას არ აკეთებენ.