,,ნაცმოძრაობა" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ხელისუფლების მხრიდან ოპონენტების დევნაზე საუბრობს. როგორც ,,ნაცმოძრაობის" წევრმა გიორგი გაბაშვილმა განმარტა აღნიშნული გაზა მმართველ ძალას კატასტროფამდე მიიყვანს.
,, გვინდა გავაფრთხილოთ ხელისუფლება, რომ მის მიერ მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეზი იქითკენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისკენ წავიდეს პოლიტიკური ოპონენტის შეზღუდვის, დევნის და დაჭერების მიმართულებით, არის ის გზა, რომელიც ამ ხელისუფლებას ნამდვილად კატასტროფამდე მიიყვანს, " - აღნიშნა გაბაშვილმა.