უკრაინის პრეზიდეტის მოვალეობის შემსრულებელი, უმაღლესი რადის თავმჯდომარე ალექსანდრე ტურჩინოვი იმედს იტოვებს, რომ ცივილიზებული სამყარო უკრაინას აგრესორის პირისპირ არ დატოვებს. განცხადება ამის შესახებ მან ამერიკულ არხთან „NBC" სთან საუბარში გააკეთა.
„მათ ხელში ჩაიგდეს ყირიმის სტრატეგიული ობიექტები, კერძოდ, ყირიმის პარლამენტისა და მთავრობის შენობები. დღეს ყველა გადაწყვეტილება ყირიმში ნაღმმტყორცნების ლულის ქვეშ მიიღება",_ აცხადებს ტირჩინოვი და აღნიშნავს, რომ 1994 წელს უკრაინამ ცალმხრივად თქვა უარი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე და აშშ, დიდი ბრიტანეთი და რუსეთი მისი დამოუკიდებლობის გარანტები გახდდნენ.
„დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი მსხვილი სახელმწიფოები შეასრულებენ თავის ვალდებულებებს. ასევე იმედი გვაქვს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა ევროკავშირიდან",_ განაცხადა მან.