რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ყოფილი მრჩეველი ანდრეი ილარიონოვი აცხადებს, რომ ყირიმი, ვლადიმერ პუტინის გეგმის პირველი ეტაპია.
მისვე თქმით, ამ გეგმის რეალიზაცია 2013 წლის ზაფხულში დაიწყო.
„ყირიმი - ეს მხოლოდ დასაწყისია... შემდეგ იქნება აღმოსავლეთი, სამხრეთი...",_აცხადებს ილარიონოვი და აღნიშნავს, რომ მისი, როგორც იმ ადამიანის აზრით, რომელიც პირადად იცნობს ვლადიმერ პუტინს, უკრაინას იმისათვის, რომ რამე შეცვალოს ორი დღე აქვს დარჩენილი.