მთელი ჩემი არსებობა ეკუთვნის საქართველოს, - განაცხადა საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-ისთვის მიცემულ კომენტრაში, მისი უკრაინის მთავრობაში მრჩევლად მიწვევის შესახებ, რაზეც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა.
„რაც შეეხება ფორმალური პოზიციის შეთავაზებას, მთელი ჩემი არსებობა ეკუთვნის საქართველოს. ისტორიულად იყო ბევრი ქართველი, რომელმაც უცხოეთში გაიკეთა კარიერა - მთელი ჩემი კარიერა გაკეთებულია საქართველოში:, - განაცხადა სააკაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ფორმალური პოზიციის დაკავებას არსად არ აპირებს.
„მე მეორე სიცოცხლეც რომ მქონდეს, მეორედ დავიბადებოდი და მეორედაც ვიმუშავებდი საქართველოსთვის, მესამე სიცოცხლე რომ მქონდეს, მესამე სიცოცხლეც მიეძღვნება საქართველოს. მეათეც - მეათეც მიეძღვნება საქართველოს. ასე რომ, შეუძლიათ არ ინერვიულონ, არანაირ ფორმალურ პოზიციას მე არსად არ ავიღებ სხვაგან", - განაცხადა ექსპრეზიდენტმა.