თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, დეპუტატ გიორგი ვაშაძის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობაში" მენტალური დაპირისპირება არსებობს. როგორც ვაშაძემ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა ბევრი ლიდერი გატყდა პარტიის შიგნით და ბევრმა ვერ გაუძლო ზეწოლას.
"ბევრმა ლიდიერმა ვერ გაუძლო იმას რასაც გაუძლეს ჩვენმა მხარდაჭერებმა, იგივე პოლიტიკური წნეხის თვალსაზრისით. არა ერთ უბანზე გვყავს ჩვენი წარმომადგენელი, რომლებიც არა ერთხელ იყო დაკითხვაზე, მაგრამ არ გატყდნენ. ბევრი ლიდიერი გატყდა მათ შორის თბილისში. იგივე შიხიაშვილით დაწყებული ხაჩირაშვილებით გაგრძელებული და უამრავი სხვა. ეს არ გაუკეთებია იმ ადამიანებს ვინც ჩვენთან ღირებულებებით დგას და იყვნენ. ნაციონალური მოძრაობის ბევრი ლიდერი თბილისში ახლა გადამტყდარია საკრებულოს მხარეს. მე ვფიქრობ რომ ესეც გამოწვეული იყო იმით რომ კონკრეტული პიროვნებები წყებვეტდნენ ვინ სად უნდა ყოფილიყო. ეს არის მენტალური სხვაობა რისი ჯახიც მიდის, რაც ძალიან სწორი პროცესია. ბევრი ადამიანი ნაციონალურ მოძრაობაში შიგნით რომლებსაც უნდა მივცეთ განვითარების საშუალება", - აცხადებს ვაშაძე.