საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძიე საარჩევენო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებს პოზიტიურად აფასებს და აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის კოდექსში ბევრს დემოკრატიულ ქვეყანაში არ არსებობს.
,, ზუსტად გეტყვით, რომ ასეთი საარჩევნო კოდექსი ბევრს დემოკრატიულ ქვეყანაში არ არსებობს, რომელიც მაგალითად მოგვყავს ევროპაში, თუ კიდევ სხვა რეგიონებში. ასე რომ, თუ იცი, რომ არჩევნებს მაინც წააგებ და როცა იცი, რომ არჩევნებში ძალიან ცუდი შედეგი გექნება, რადგან არ ხარ ისეთი ძლიერი, ან საერთოდ ძლიერი ვერ იქნები და წაგებისთვის ხარ განწირული, ამზადებ ფონს იმისთვის, რომ ვიღაცას, ან რაღაცას დააბრალო. უნდა, დააბრალო, ალბათ, საარჩევნო კოდექსს და ეს არის მოტივაცია ,,ნაციონალური მოძრაობის", თუ ზოგიერთი სხვა პარტიის", _განაცხადა საგანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში საარჩევნო კოდექსს მესამე მოსმენით განიხილავენ. როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, ისინი მიიღებენ საარჩევნო კოდექსს, რომლის მიხედვითაც, მერები და გამგებლები, პირდაპირი წესით, 50%-იანი ბარიერით იქნებიან არჩეული.
საპარლამენტო ოპოზიციის განმარტებით, ისინი არ აპირებენ მხარი დაუჭირონ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს. როგორც ,,ნაცმოძრაობის" წევრები აცხადებენ, კოდექსში ბევრი ხარვეზი არსებობს და მათი არც ერთი შენიშვნა უმრავლესობის წევრებმა არ გაითვალისწინა. განსაკუთრებულ ყურადღებას ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებულ საკითხზე ამახვილებენ.
,, ბევრი ცვლილება, რომელიც კოდექსით არის გათვალისწინებული ბევრ კითხვას ბადებს. განსაკუთრებით ის ცვლილებები, რომელიც ამომრჩეველთა სიას უკავშირდება, ნაცვლად იმისა, რომ ბიომეტრიული რეგისტრაცია გაეკეთებინათ ,,ქართულმა ოცნებამ" აირჩია ფოტოსურათებიანი სიების დაბეჭვდა, რაც ბევრ პრობლემას წარმოქმნის", _განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ნაცმოძრაობის" წევრმა პავლე კუბლაშვილმა.