სტიქიის შედეგად ადიდებულმა მდინარე ალაზანმა ელექტროგადამცემი ხაზის ანძა წააქცია. ამის შესახებ ~საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" იუწყება.
აღნიშნული ორგანოს ინფორმაციით, დაზიანების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ნაფარეულის ზონის სოფლებს. დაზიანების შედეგების აღმოსაფხვრელად ელექტროსისტემის ტექნიკური ბრიგადები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.
ელექტროენერგიის მიწოდება, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში აღდგება.