სიმბოლურია ის, რომ ვანო მერაბიშვილს 5 წელი მიესაჯა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"დადასტურდა, რომ რეალურად მერაბიშვილი აღმოჩნდა კრიმინალი. ის თანამდებობას ბოროტად იყენებდა და საკუთარ საცხოვრებელს ართმევდა ადამიანებს. სიმბოლურია სხვათა შორის ისიც, რომ მას ხუთი წელი მიესაჯა დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში და დამოუკიდებელი მოსამართლის მიღებული გადაწყვეტილების შედეგად. ასევე, დადასტურდა მოსყიდვის ფაქტები, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ისინი სახსრებს იყენებდნენ ამომრჩევლის მოსყიდვისთვის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.