,,ვერ ვარ ამაყი, რომ ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი", _ ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა უკრაინასთან დაკავშირებით პარლამენტის რეზოლუციის პროექტზე მუშაობის კომენტირებისას განაცხადა. როგორც უსუფაშვილმა სესიაზე განაცხადა, დღეს მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა.
"წარმოიდგინეთ, გვისმენდა რიგითი უკრაინელი, რომელსაც ვეუბნებით, რომ ორი თუ სამი დღეა ჩვენ ვცდილობთ, ვმუშაობთ იმაზე, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომლითაც დაგეხმარებით. თუმცა, შემდეგ ნახა ეს ყველაფერი და მოისმინა. არ ჭირდება ბევრი ფიქრი, თუ რა ხასიათზე დადგება ნებისმიერი მოქალაქე, ვინც ამას უყურებდა", - აღნიშნა უსუფაშვილმა.