ფინანსთა მინისტრი თბილისის მერიაში შემოსავლებისა და საგამოძებო სამსახურების მუშაობის ფაქტს უარყოფს.
„თბილისის მერიაში ფინანსთა სამინისტროს არც ერთი უწყება არ მუშაობს. ფინანსთა სამინისტროს ორი უწყება, მათ შორის საგამოძიებო სამსახური, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებს საზოგადოებას მუშაობს იმ კონტრაქტორ კომპანიებთან, რომლებზეც ჩვენ გვაქვს სერიოზული ეჭვი, რომ მონაწილეობდნენ იმ გარიგებებში რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების მითვისებას შეეხებოდა. ამიტომ ასეთ კომპანიებს შემოსავლების სამსახური და საგამოძიებო სამსახური ამოწმებდა და შეამოწმებს კიდეც'- განაცხადა ნოდარ ხადურმა საკითხის კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიის ცალკეულ სამსახურებს ფინანსთა სამინისტროს ორგანოები ამოწმებდნენ.