,,უკრაინა-საქართველო ერთ საფრთხეს უმკლავდება", _განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სესიაზე და დეპუტატებს ისეთი განცხადებების გაკეთებისკენ მოუწოდა, რომლითაც მტერი მათ საქართველო-უკრაინის ერთიანობას დაინახავს.
,,თუ როდესმე ერთიანობაა და ერთიანობის დემონსტრირებაა საჭირო, არის მაშინ, როდესაც საერთო მტერი და საერთო პრობლემა გამოუჩნდება ქვეყანას, საზოგადოებას. ამ შემთხვევაში უკრაინა-საქართველო გათავისებული გვაქვს როგორც ერთი მთელი, რომელიც ერთ საფრთხეს უმკლავდება. იმედს გამოვთქვამ, რომ ამ პათოსით გავაგრძელებთ და ვივლით იქეთ, რომ სწორედ მოწინააღმდეგემ და მტერმა დაინახოს ჩვენი ერთიანობა იმაში, რაშიც ერთიანი უნდა ვიყოთ", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა უკრაინასთან დაკავშირებით კიდევ ერთ დადგენილება უნდა მიიღოს.