,ჩემი სამმართველოდან ვინც ჩემს ხელში გაიარა, ვინც ჩემი უფროსები იყვნენ ყველა დაწინაურებულია", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ადვოკატმა გოგა ონიანმა, მისთვის ბრალის დამძიმების კომენტირებისას, რომელიც ონიანის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილედ მუშაობის პერიოდს ეხება.
,,გიორგი ონიანი, რომელიც შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე იყო, მისი ზემდგომი იყო სამმართველოს უფროსი და მის ქვემოთ განყოფილების უფროსი იყო. სამმართველოს განყოფილების უფროსი მოქმედი შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იყო. ჩემი სამმართველოდან ვინც ჩემს ხელში გაიარა, ვინც ჩემი უფროსები იყვნენ ყველა დაწინაურებულია. როგორ შეიძლება გოგა ონიანი ცუდი ადამიანი ყოფილიყო და ისინი ვისთან ერთადაც დავდიოდი, ვისთან ერთადაც მიწევდა გადაადგილება, პოლიციური ღონისძიებების ჩატარება ისინი ყველა კარგები ყოფილიყვნენ. ასე რომ, პროცესები რომელიც მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებულია", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ონიანმა.