. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წეროვანში იმყოფება.
ქვეყნის პირველმა პირმა სტიქიის შედეგად დაზარალებული დევნილთა საცხოვრებელი სახლები მოინახულა და მათი აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა.
მიხეილ სააკაშვილმა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანს სახლების აღდგენითი სამუშაოების ხარისხიანად ჩატარების დავალება მისცა, რათა სტიქიის განმეორების შემთხვევაში მოსახლეობა ისევ არ დაზარალდეს.
"თავის დროზე ამ სახლების ასაშენებლად ჩვენ განვახორციელეთ მსოფლიოში ყველაზე ჩქარი პროგრამა. ამის გამო ბევრი რამ ნაჩქარევად გაკეთდა. თუმცა
სტიქიამ აჩვენა, რომ მაშინ, როცა კომუნისტების დროს აშენებული სახლებს პატარა ბიძგი და წყალდიდობა ანგრეევს, ჩვენს მიერ 10-ჯერ უფრო სწრაფად აშენებული საცხოვრებლები უფრო გამძლეა. დავაგოთ უკეთესი იატაკი, ვიდრე იყო, გავაკეთოთ უკეთესი სანტეხნიკა, ვიდრე იყო და შემოვიტანოთ უკეთესი ავეჯი, ვიდრე ადგილობრივებს აქამდე ქონდა", - განმარტა მიხეილ სააკაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ამ წუთებში წეროვანის საბავშვო ბაღს ათვალიერებს.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმების გამო წეროვანში ჩასახლებულ დევნილთა 20 სახლი დაზიანდა. მათი შეკეთება ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები