უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავუკი აცხადებს, რომ ასაკის მიუხედავად, რუსეთის მხიდან ოკუპაციის დაწყების შემთხვევაში იარაღს აისხამს და იბრძოლებს.
„მე, 80 წლის ვარ, მაგრამ ავისხამ იარაღს და დავიცავ ჩემს მიწას. ყველა მოქალაქე დაიცავს საკუთარ ტერიტორიას როგორც საკუთარ სახლს", - განაცხადა კრავჩუკმა.
მისი თქმით, ყველაზე საშინელება რაც შეიძლება წარმოიდგინო, ეს არის ომი რუსეთსა და უკრაინას შორის.
მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს ყირიმი ფაქტობრივად ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რომელმაც უკრაინის სამხედრო ნაწილების ბლოკირება მოახდინა.